NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

20 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ბელარუსის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მათივე შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით დინამიური გახდა.

თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, რაც, მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის კარგ საფუძველს შექმნის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის, ასევე,  თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილების გაღრმავება.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე გამახვილდა. ისაუბრეს მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს მომავალში  ეწვევა.

კომენტარები

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 2017-11-20
Tags ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Bloomberg-ის სისტემაში ლარი 3 თეთრით მყარდება

შემდეგი სტატია

„რატომ უნდა წარადგინო ფინანსთა მინისტრად ჩინოვნიკი, რომელიც დამნაშავეა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებაში?“

მსგავსი სტატიები

უსაფრთხოების მიზნით აბონენტების განმეორებითი შემოწმეება დაიწყო

უსაფრთხოების მიზნით აბონენტების განმეორებითი შემოწმეება დაიწყო

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019
თბილისის მერია: „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა

თბილისის მერია: „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა

17 ოქტ 2017
სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, დაბომბა ჩვენი მოსახლეობა

სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, დაბომბა ჩვენი მოსახლეობა

News 20 მარ 2019

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge