დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გამოთხოვა დაავალა. კალაძის განცხადებით, ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული და გაწერილი ის კონკრეტული პროექტები, რომელიც დაგეგმილია 2018 წელს.
„ბიუჯეტი, რომელიც დღეს არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში, ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული და ვერ ჩავერეოდით და ვერ შევიტანდით ჩვენ ხედვებს ქალაქთან დაკავშირებით. მე მინდა ვთხოვო ვიცემერს, გამოვითხოვოთ არსებული წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა თბილისის საკრებულოში“,-განაცხადა კალაძე.
კომენტარები