NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცეპრემიერმინისტრს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცეპრემიერმინისტრს შეხვდა

20 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 363 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცეპრემიერმინისტრს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს რასიმ ლიაიჩს შეხვდა.

რასიმ ლიაიჩისთან ერთად, საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის ბრანკო რუზიჩი.  აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა რეფორმებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესონ საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი საქართველოში.

ორმხრივ ქართულ-სერბულ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ბევრ სფეროში მიღწეული წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებში კოოპერაციის დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდეს ორმხრივი თანამშრომლობის კომისია, რომლის შეკრება მოხდება 2018 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნის ვიცეპრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური,პრიორიტეტული მიმართულებები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის გასაძლიერებელია სამართლებრივი ბაზა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების ორმაგი დაცვისა და წახალისების და სხვა მიმართულებებით.

ასევე დაიგეგმა 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველო – სერბეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომლის დროსაც ორივე ქვეყნის საქმიანი წრეები მსგავსი ფორმატით პირველად შეხვდებიან ერთმანეთს და ბიზნეს ურთიერთობებს დაამყარებენ.

შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა და რასიმ ლიაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მზარდი განვითასრების მინისტრი ვიცეპრემიერი პირველი ვიცეპრემიერი სერბეთი 2017-11-20
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მზარდი განვითასრების მინისტრი ვიცეპრემიერი პირველი ვიცეპრემიერი სერბეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დაკითხეს

შემდეგი სტატია

ყველაზე დამზაფვრელი ხიდი იაპონიაში

მსგავსი სტატიები

„გუგავა მოვა და კაზინო წავა“

06 ოქტ 2017
ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია

ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივლ 2020
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა

01 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge