NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო

19 ნოე 2017 საზოგადოება 790 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისა და მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

კახა კალაძე დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დედაქალაქის მერი კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა. თბილისის მერმა კერძო მესაკუთრეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მზად არიან, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კერძო მესაკუთრეებს. თქვენ იცით, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა და მე განვაცხადე, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში კერძო საკუთრებას არ და ვერ შევეხებით, თუმცა ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სოლიდარობა და მზად არიან, რომ აქ არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ. მერიას რაც გვევალება და რაც გასაკეთებელია, ძალიან მაღალ დონეზე გავაკეთებთ. შესაბამისად, ძალიან მალე არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ადამიანებს უკვე თავისუფლად, სისუფთავეში შეეძლებათ გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფსა“ და კერძო მესაკუთრეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, კერძო მესაკუთრეებს მათი კუთვნილი ფართების მოწესრიგება და საერთო კონცეფციაში მოქცევა დაევალათ. მოლაპარაკების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფი“ თავის მხრივ, მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სარგებლობაში არსებული ფართის (კიბის უჯრედისა და გასასვლელის) რეაბილიტაციას განახორციელებს. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების სისტემის დამონტაჟება.

კახა კალაძემ გასულ კვირას, „თბილსერვის ჯგუფს” დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, საერთო კონცეფციის შემუშავება და კერძო მესაკუთრეებთან და მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან „თბილსერვის ჯგუფი“ 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენს, 33 მათგანი გასხვისებულია.

კომენტარები

თბილისი კახა კალაძე მერია მიწისქვეშა გადასასვლელი 2017-11-19
Tags თბილისი კახა კალაძე მერია მიწისქვეშა გადასასვლელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილის თქმით, მის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

შემდეგი სტატია

აშშ-ს ბირთვული ძალების მეთაური ტრამპის „უკანონო“ ბრძანებას არ შეასრულებს

მსგავსი სტატიები

ლევან ღამბაშიძე: აი რუსულ ჯარს რაც კი აქვს სიმბოლური შემაკავშირებელი, არის …

ლევან ღამბაშიძე: აი რუსულ ჯარს რაც კი აქვს სიმბოლური შემაკავშირებელი, არის …

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2022
უდუმაშვილი: კოვიდ პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი

უდუმაშვილი: კოვიდ პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი

ირაკლი შალიკაშვილი 10 დეკ 2021
ლექვინაძე: მეწარმეები სამწუხაროდ დაზღვევის როლსა და ფუნქციას ჯერ კიდევ ისე აქტუალურად არ აფასებენ

ლექვინაძე: მეწარმეები სამწუხაროდ დაზღვევის როლსა და ფუნქციას ჯერ კიდევ ისე აქტუალურად არ აფასებენ

27 თებ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge