NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

19 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 708 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.

ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასა და ყვავილების ბაზრობის მოვაჭრეებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. სარეაბილიტაციო არეალი ათონელის, ვირსალაძის, ფხოვის, ხაზინის, ხიდის, ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებს მოიცავს, სადაც საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები ახალი სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობას, კანალიზაციისა და წყლის, ასევე, ბუნებრივი აირის და ელექტრომომარაგების ქსელის განახლებასა და მოწესრიგებას გულისხმობს. ვირსალაძის, ხიდის, ათონელის, მტკვრის და ხაზინის ქუჩებზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ზოგიერთ ნაწილში სამანქანო გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თაბუკაშვილის ქუჩაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ჯამური ღირებულება 9.5 მლნ ლარია, დასრულების ვადად მიმდინარე წლის დეკემბერია განსაზღვრული.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, შემდეგი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დაიწყება, რაც შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას გულისხმობს. გრიგოლ ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

თბილისის მერი კახა კალაძე 2017-11-19
Tags თბილისის მერი კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ს ბირთვული ძალების მეთაური ტრამპის „უკანონო“ ბრძანებას არ შეასრულებს

შემდეგი სტატია

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთს პოლიციიას დეპარტამენსტ ახაიკ უფროსი ჰყავს

მსგავსი სტატიები

„მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით~

„მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით~

16 დეკ 2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორეის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორეის რესპუბლიკას ეწვია

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018
კვლევა აჩვენებს, რომ მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები არჩევნებზე მოვლენ – ამ პროცესში შესაძლოა, პროტესტიც საჭირო გახდეს

კვლევა აჩვენებს, რომ მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები არჩევნებზე მოვლენ – ამ პროცესში შესაძლოა, პროტესტიც საჭირო გახდეს

ირაკლი შალიკაშვილი 27 სექ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე ვარ ყველას მერი

    კახა კალაძე – არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე ვარ ყველას მერი

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • იან ბჟეზინსკი: როცა საქართველოსა და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით …

    იან ბჟეზინსკი: როცა საქართველოსა და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით …

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს

    უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge