NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა

ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა

18 ნოე 2017 ახალი ამბები, კულტურა 787 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

წელს ფესტივალში ყველის მწარმოებელმა 50 კომპანიამ, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა მიიღეს მონაწილეობა და როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები შესთავაზეს ფესტივალის სტუმრებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას, საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას და მწარმოებელთა მარკეტინგულ ხელშეწყობას ემსახურება.

„მისასალმებელი საქმეა, რომ ქართული ყველის ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და რომ ფესტივალში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ფერმერი მონაწილეობს.  საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. ქართულ პროდუქტებს შორის ქართულ ყველს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გახდება ცნობადი ბრენდი და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წელს ქართული ყველის ფესტივალის ფარგლებში, ყველის ოსტატებმა დამთვალიერებელს ყველის ამოყვანის მეთოდები, ასევე, დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესი გააცნეს. გაიმართა საქართველოში წარმოებული ყველის მრავალი სახეობის, მათ შორის, დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, სულგუნი, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაცია და გაყიდვა.

 

 

 

 

 

კომენტარები

ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა 2017-11-18
Tags ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

შემდეგი სტატია

ლგბტ თემის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი კაცთან სექსის დროს გამოიჭირეს

მსგავსი სტატიები

ქართველმა ტურისტებმა 11 თვეში საზღვარგარეთ ბარათებით 1 597 828 000 ლარი დახარჯეს

ქართველმა ტურისტებმა 11 თვეში საზღვარგარეთ ბარათებით 1 597 828 000 ლარი დახარჯეს

24 დეკ 2018
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ზაზა სარალიძეს შეხვდა

საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ზაზა სარალიძეს შეხვდა

07 ივნ 2018
რუსთავში 22 წლის ბიჭი თანატოლმა გოგონამ დაჭრა

რუსთავში 22 წლის ბიჭი თანატოლმა გოგონამ დაჭრა

05 თებ 2018

უახლესი ამბები

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge