NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»უმრავლესობის წევრი წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

უმრავლესობის წევრი წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

17 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 770 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებას სახალხო დამცველის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს. თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა. დეპუტატი განცხადებას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუსმენდს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.

მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.

ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით“, – წერს დეპუტატი.

მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე…

Posted by Shota Shalelashvili on ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2017

კომენტარები

თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილი შოთა შალელაშვილი 2017-11-17
Tags თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილი შოთა შალელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვერ გამახსენებთ ვერცერთ ფაქტს, როცა თანამდებობის პირის წარდგენა ხდებოდა მერის მხრიდან“

შემდეგი სტატია

„მე მესმის, რომ ეს ოპოზიციას არ ესიამოვნება, მაგრამ მე ვიქნები ძალიან აქტიური“

მსგავსი სტატიები

სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა – საოკუპაციო ძალები კი საოკუპაციო ხაზს მიღმა დგანან

სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა – საოკუპაციო ძალები კი საოკუპაციო ხაზს მიღმა დგანან

ირაკლი შალიკაშვილი 29 აგვ 2019
მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2021
ეკა ბესელია: ყველაფერს შეეგუება „ქართული ოცნება“, შეიძლება ყველაფერი გაწიროს, მაგრამ …

ეკა ბესელია: ყველაფერს შეეგუება „ქართული ოცნება“, შეიძლება ყველაფერი გაწიროს, მაგრამ …

ნინო ჩხეიძე 04 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge