NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა“

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა“

17 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 662 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ მხრივ, თავისუფალი ბაზარია, სადაც ყველა მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა, თანასწორი უფლებებით ისარგებლოს,“ – ამის შესახებ  პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციაზე „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნული კონფერენცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგში“, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის პირველად  გადავიდა მე-9 ადგილზე, ხოლო ფრეზერის ინსტიტუტის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მსოფლიოში მე-5-ეა. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, შეზღუდვა არ არის,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით.

საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, კომპანია  „IOS Partners“ და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცეპრემიერი 2017-11-17
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცეპრემიერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ ჯარისკაცს 27 სმ-იანი ჭია აღმოუჩინეს

შემდეგი სტატია

კეტრინ ზეტა-ჯონსი “კოკაინის ნათლიდედა”-ში მთავარ როლს ასრულებს

მსგავსი სტატიები

მაკრონი ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

29 ნოე 2018
ნანა კაკაბაძე:  დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს …

ნანა კაკაბაძე: დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს …

ნინო ჩხეიძე 11 მარ 2022
პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

25 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge