NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“

„საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“

17 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 860 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებსა და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ძირითადი კანონის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი აკადემიური ტიპის დისკუსია შედგეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ამ სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა იყო.

„კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ნებისმიერი საკონსტიტუციო დოკუმენტის, ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანა არის ავტოკრატიის და ავტორიტარიზმის გამორიცხვა. ამ პრინციპზე და მიზანზე უნდა იყოს აგებული ნებისმიერი კონსტიტუცია. გვახსოვს, გასული წლებიდან, 90-იანი წლებიდან, შემდეგი ათწლეულიდან, თუ სადამდე მიგვიყვანა არასწორმა, გაუმართავმა კონსტიტუციებმა, ეს იყო ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლის საფუძველი და მთავარი საყრდენი, სამწუხაროდ, სწორედ კონსტიტუციები იყო. ჩვენ გამოვიარეთ ქვეყნის ძირითადი კანონის სამი სხვადასხვა რედაქცია და ამ რედაქციებმა უზრუნველყო საქართველოში, სამწუხაროდ, ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული მმართველობის რეჟიმების ჩამოყალიბება. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ამის გამორიცხვა იყო და ჩვენ ვეფუძნებოდით იმ რწმენას, რომ ამის გამორიცხვა ყველაზე მეტად შეუძლია სწორედ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ აქაც გამოვიარეთ როგორც საპრეზიდენტო, ასევე, ნახევრად საპრეზიდენტო მოდელები და ერთადერთი, რომელიც ბოლომდე არ გამოგვიცდია, ეს არის სწორედ საპარლამენტო მმართველობა და საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემები ევროპის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თავიდანვე განვაცხადეთ ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია იმის თაობაზე, რომ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა არსებული საპარლამენტო სისტემა და რეფორმის მთავარი მიზანი ამ საპარლამენტო სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და მისი სრულყოფა იყო”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  სისტემაში წარმოდგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს. ასევე,  ცვლილებების შედეგად, შეუძლებელი იქნება ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება.

„ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც სრულად ამოქმედდება, როგორც კი შედგება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კი შედგება პირველი შეკრება ამ სხდომათა დარბაზში, 2020 წლის ნოემბერში, მაშინვე ჩაირთვება სრულად ყველა საკვანძო რეგულაცია, რომელიც მოცემულია ქვეყნის ძირითად კანონში -დაწყებული პროპორციული საარჩევნო სისტემით, დამთავრებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ძალიან დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ პარლამენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლოს და პარტიული კუთხით ნეიტრალურ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სულისკვეთება და არსი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუხლობრივმა განხილვამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თითოეული მუხლი მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს მოიცავს. ირაკლი კობახიძემ მოქმედი კონსტიტუცია და მისი ახალი რედაქცია შეადარა და აღნიშნა, რომ ახალ რედაქციაში არ არის არცერთი მუხლი, რომლითაც მმართველი  ძალის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციები უმჯობესდება.

„ერთადერთი, იყო გარკვეული საუბრები და სპეკულაციები პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით და აქაც, იმისთვის, რომ ასეთი სპეკულაციების ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, გადავწყვიტეთ და მხოლოდ 7 წლის თავზე, 2024 წელს ამოქმედდება პირველად პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. ეს ცხადყოფს სრულიად კონსტიტუციურ კულტურას, სრულიად ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. გახსოვთ, რომ 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში გასული 20 წლის განმავლობაში და თითოეული ცვლილება, ყველა ცვლილება ემსახურებოდა მაშინდელი მმართველი პარტიების სუბიექტურ ინტერესებს. პირველად შედის ისეთი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც არათუ არ შეესაბამება ჩვენს სუბიექტურ ინტერესებს, არამედ, პირიქით, არის ამ სუბიექტური ინტერესების საწინააღმდეგო რეგულაციები. აქ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ იცვლება საარჩევნო სისტემა, ასე ვთქვათ, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასევე, ძლიერდება ოპოზიციის უფლებები, არის უამრავი ცვლილება, რომელიც ზღუდავს მმართველი პოლიტიკური ძალის სუბიექტურ ინტერესებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული სისტემა.

ამ ცვლილებების პოზიტიური მხარე და მისი სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებები 2017-11-17
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მჯერა, რომ ლარის კურსის მერყეობა არ იქონიებს გავლენას მედიკამენტების ფასებზე“

შემდეგი სტატია

ეროვნულმა ბანკმა 18 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

მსგავსი სტატიები

„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით კონსულტაციები შედგება უშუალოდ ბატონ მამუკა ბახტაძესთან“

„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით კონსულტაციები შედგება უშუალოდ ბატონ მამუკა ბახტაძესთან“

15 ივნ 2018
სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო, ერთადერთი საჰაერო მარშრუტი დახურეს

სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო, ერთადერთი საჰაერო მარშრუტი დახურეს

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივნ 2022

27 და 28 დეკემბერს რიკოთის გვირაბში  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

25 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge