NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„როგორ გამოეხმაურებოდნენ H&M-ის გახსნას გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ღარიბაშვილი…“

„როგორ გამოეხმაურებოდნენ H&M-ის გახსნას გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ღარიბაშვილი…“

17 ნოე 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 1118 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორ გამოეხმაურებოდნენ  თბილისში H&M-ის მაღაზიის გახსნას ქვეყნის სხვადასხვა დროის პირველი პირები, „რესპუბლიკური პარტის“ წევრი, დავით ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურების ვერსიებს გვთავაზობს.

„H&M-ის გახსნა რომ წინა მთავრობების დროს მომხდარიყო რას იტყოდნენ ხელისუფლების პირველი პირები?

ზვიად გამსახურდია: მამულიშვილნო, დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია დასავლური კაპიტალის პირველი მერცხალი. ესაა მსოფლიოში სახელგანსმენილი შვედეთური მაღაზია ჰაშ უნდ ემ, ანუ ჰაე და მანი, ხოლო სუკის აგენტების დაფუძნებული გუმის, ცუმის და ვნშეტორგსინის ანტიქართული ფილიალების პარპაში სამუდამოდ დასრულდა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!

თენგიზ კიტოვანი: ისა და… მაგენი მთლიანად… მუსირებენ ზაგრანიც… არა, უცხოეთში… ხოდა… ისა… კაროჩე მაღაზიაა, იმის დედა მოვტყან!

ჯაბა იოსელიანი: შვედური მაღაზიის გახსნა ლობიოობა არ არის! მართალია, ჩვენ იმ ფაშისტური რეჟიმისგან განსხვავებით ჰუმანისტები ვართ და ოპოზიციას არ ვებრძვით, მაგრამ თუ ვინმე დააპირებს მოვიდეს, პროვოკაციები მოაწყოს და ხელი შეგვიშალოს, ადგილზევე იქნება ლიკვიდირებული!

ედუარდ შევარდნაძე: კარგია ეიჩ ენდ ემი… სი ენდ ეის ჰგავს… ზარასაც არა უშავს ისე…

მიხეილ სააკაშვილი: პირველად საქართველოში უკვე მერამდენედ იხსნება მაღაზიების ქსელი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებიდან. რომ ყიყინებდნენ და ჭყიპინებდნენ ზოგიერთები, არაფერი არ გამოგივათო, ვერაფერს ვერ შეძლებთო… აი, თუ ვერ შევძლებთ! ეს არის არა ჩემი, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება. ოპოზიცია კი კიდევ ერთხელ დარჩა გაფარჩაკებული!

ბიძინა ივანიშვილი: თავიდან ვეუბნებოდი ყველას მთავრობაში, რად გვინდა ეს ეიჩენემი, კარფური ხომ გვაქვს თქო, მაგრამ არ დამიჯერეს და იმდენი უძახეს, ხსნი ხსნიო, მართლა გაიხსნა!

ირაკლი ღარიბაშვილი: ეიჩენდემის გახსნა არის მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება. ჩვენი მთავრობის მუხლჩაუხრელმა შრომამ მოიტანა ეს აღიარება, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის მთავრობისგან, რომელმაც მოიტანა ქართველი კაცის გაუპატიურება! სწორედ ამიტომ, გახსნის ღონისძიებაზე უნდა წავიდეს მთავრობის მეთაური და არა პრეზიდენტი, რომელსაც სულ სხვა ფუნქციები აქვს.

P. S. ახლა ვინ რა თქვა არ ვიცი, ვიპებში ვერ მოვხვდი და არ ვყოფილვარ“,-განაცხადა ზურაბიშვილი.

H&M-ის გახსნა რომ წინა მთავრობების დროს მომხდარიყო რას იტყოდნენ ხელისუფლების პირველი პირები?ზვიად გამსახურდია:…

Posted by David Zurabishvili on პარასკევი, 17 ნოემბერი, 2017

კომენტარები

H&M ზურაბიშვილი იოსელიანი კიტოვანი სააკაშვილი ღარიბაშვილი შევარდნაძე 2017-11-17
Tags H&M ზურაბიშვილი იოსელიანი კიტოვანი სააკაშვილი ღარიბაშვილი შევარდნაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პუჩემონტს ბრიუსელის სასამართლოში ელოდებიან

შემდეგი სტატია

ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ ჯარისკაცს 27 სმ-იანი ჭია აღმოუჩინეს

მსგავსი სტატიები

ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უვადო მოსამართლეების შერჩევა – არასამთავრობოები ოპოზიციას ხვდებიან

25 იან 2019

„ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატის მიმართ“

07 აგვ 2018

გიორგი ტყემალაძე: თბილისს ჰყავს მერი, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტი 60 მილიონით გაზარდა

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge