ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე, უახლოეს მომავალში შესაძლოა დამატებითი საინჟინრო ნაგებობები გაჩნდეს. განცხადება ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით რუს „კოლეგასთანაც“ ისაუბრა.
„რუსეთში გამართულ შეხვედრებზე სახელმწიფო საზღვრის საკითხებიც განვიხილეთ. მე აღვნიშნე, რომ სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების სრული დაცვისთვის მის კეთილმოწყობაზე უნდა ვიზრუნოთ და შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩავატაროთ. მე მესმის, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობას გამოიწვევს. თუმცა, ამაში საქართველოსთვის ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. ყველას აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიები დაიცვას და აღჭურვოს საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით,“ – განაცხადა ბიბილოვმა.
კომენტარები