თბილისის მერმა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა, კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოება ბრძენია, ყველა ყველაფერს ხედავს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველას აჩვენა როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.
„როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას გვაჩვენს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და დღეს ისინი ყველას აჩვენებენ თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, ძალიან კარგი მაგალითია ამისა, თუმცა საზოგადოება ბრძენია, ყველა ყველაფერს ხედავს, ქვეყანაში არ ბნელა, აღარ არის ის წლები, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია, ყველა მედიასაშუალება, ასე, რომ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა შეიგრძნონ რეალობა, გაიგონ იმ პროექტებთან დაკავშირები, რომლის განხორციელებას ჩვენ ვგეგმავთ, შესაბამისად მე ვიქნები ძალიან აქტიური, მე მესმის, რომ ეს ოპოზიციას არ ესიამოვნება“,-განაცხადა კალაძემ.
კომენტარები