საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაუგებარია ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები დედაქალაქის მთავრობის წარდგენასთან დაკავშირები. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ის ვერ იხსენებს ვერცერთ ფაქტს, როცა ხდებოდა მერის მიერ თანამდებობის პირის წარდგენა.
„მერი ოფიციალურად, წერილობით წარადგენს საკრებულოში კანდიდატებს, თანამდებობის პირებს, ხოლო მისი მოსვლა საკრებულოში რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად ეს არის ნორმალური, თქვენ ვერ გამახსენებთ ვერცერთ ფაქტს, როცა თანამდებობის პირის წარდგენა ხდებოდა მერის მხრიდან, ამიტომ მე უბრალოდ მიკვირს ის, თუ რატომ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ აუცილებლად მერმა უნდა წარადგინოს საკრებულოში თანამდებობის პირები“,-განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობა უნდა წარადგინოს მერმა და არა თვითონ დაუმტკიცებელმა ვიცემერმა.
კომენტარები