იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველის მიერ, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს უჩა ნანუაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია.
„რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ“,-განაცხადა წულუკიანმა.
სახალხო დამცველმა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში დაშვებულმა დარღვევებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა საქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
კომენტარები