საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მიერ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის შესვლას ელოდება „ნაციონალური მოძრაობა“. სალომე სამადაშვილის განცხადებით, პირველ რიგში უნდა მოხდეს იმის შესწავლა, თუ როგორ გადაანაწილებს მთავრობა ფუნქციებს არსებული სამინისტროებიდან სხვა უწყებებზე.
„უნდა შევისწავლოთ პირველ რიგში, როგორ აპირებს მთავრობა რესტრუქტურიზაციის შედეგად გადაანაწილოს ფუნქციები არსებული სამინისტროებიდან სხვა უწყებებზე და უნდა შევისწავლოთ ძალიან დეტალურად ამ ცვლილებების საბიუჯეტო შედეგი, ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით დამატებით, გარდა იმისა, რომ ველოდებით მთავრობისგან შესაბამის ინფორმაციას“,-განაცხადა სამადაშვილმა.
კომენტარები