ისრაელის ტელევიზიამ გაუშვა რეპორტაჟი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გაიყოფენ რუსეთი და აშშ სირიაში გავლენის სფეროებს. რეპორტაჟი ნაჩვენები იყო რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის ძალები სირიაში სამართლებრივ საფუძვლეზე იმყოფებიან.
ამანში, გასული კვირის დასაწყისში ხელი მოაწერეს “დეესკალაციის” შეთანხმებას. იგი განსაზღვრავს “ბუფერული ზონების” საზღვრებს, რაც სირიის ფაქტობრივი დანაწილების საზღვრები გახდება.
რუკა, რომელიც ისრაელის ტელევიზიის მეორე არხის განკარგულებაში აღმოჩნდა, აღწერს სირიაში ძალებისა და კონტროლის ზონების განლაგებას. რუკაზე, სირია დაყოფილია რამდენიმე ზონად – იმისდა მიხედვით, თუ ვინ აკონტროლებს მათ.
ორი ქვეყნის ლიდერების მიერ დამტკიცებული შეთანხმების პირობებში, ბუფერული ზონები თეთრი ფერით არის აღნიშნული. ასეთივე ზონა, რომლის სიგანე 5 კმ.-ია ისრაელის საზღვართანაც არის აღნიშნული.
ბუფერულ ზონაში “აიკრძალება უცხოური ძალების ყოფნა”. ამასთან, გაურკვეველია, თუ რომელ ძალებს ექნებათ ბუფერულ ზონაში ყოფნის უფლება.
ასევე, მიღწეულია შეთანხმება, რომ მეამბოხეები დარჩებიან რუხი ფერით აღნიშნულ ზონებში. ისრაელის შემთხვევაში, მათი კონტროლის ზონა საზღვრიდან 7-8 კილომეტრშია.
არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ორი დიდი სახელმწიფოს თანხმობით, ირანს შეუძლია საზღვრიდან 20 კმ.ში გაძლიერდეს.
შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებენ რუსები. ამ მიზნით, ამანში შეიქმნება ერთობლივი ოპერატიული შტაბი.
ცნობისათვის, ისრაელმა იცოდა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ მას არ მიუღია მონაწილეობა. ახლა, ისრაელი უკიდურესად შეშფოთებულია იმის გამო, რომ ირანს მის საზღვრებთან გაძლიერების უფლებას მისცემენ.
ბაშარ ასადის რეჟიმი სირიის მთავრობად არის აღიარებული. სირიისა და იორდანიის საზღვარი გახსნილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, ერთადერთ სამხედრო ძალად, რომელიც სირიის ტერიტორიაზე კანონიერად იქნება აღიარებული რჩება კვლავ სირიის არმია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გარე ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ექნებათ.
“პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვში, ჩვენს მეგობრებს, გარკვევით ჩამოუყალიბა ჩვენი პოზიცია. პრემიერ-მინისტრმა, იგივე განუცხადა ვლადიმერ პუტინს.
ისრაელი, ნებისმიერ სიტუაციასა და ნებისმიერ განლაგებაში, გააგრძელებს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან დაახლოებეულმა წყარომ რეპორტაჟის კომენტირებისას.
კომენტარები