კომპანია Lamborgini-მ რომის პაპს საკუთარი წარმოების უახლესი სუპერქარი აჩუქა. კომპანიამ რომის პაპს ფრანცისკე I-ს ექსკლუზიურად მისთვის გამზადებული ვერსია Huracan-ი გადასცა. Lamborgini-ს წარმომადგენლებმა სუპერქარი ვატიკანში მიიყვანეს, სადაც პონტიფიკოსს პირადად აჩვენეს ის. პაპმა მანქანა მოიწონა და მასზე წარწერაც დატოვა, თუმცა, მის მოხმარებას არ აპირებს. ვატიკანი საჩუქარს უახლოეს მომავალში აუქციონზე გაიტანს.
როგორც ვატიკანში აცხადებენ, მიღებული თანხების ნაწილი ომის შედეგად დაზარალებული ერაყელი ქრისტიანების დასახმარებლად იქნება გამოყენებული.
Huracan-ის მოდელის სუპერქარების ფასი 183 ევროდან იწყება, თუმცა სპეციალურად რომის პაპისთვის მომზადებული ვერსია მნიშვნელოვნად უფრო ძვირად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ვატიკანმა გაყიდა ფრანცისკე I-სთვის ნაჩუქარი მოტოციკლეტი Harley-Davidson.
გასულ წელს, რომის პაპს კომპანია Opel-მა ელექტრომობილი Ampera-e აჩუქა, რომელსაც ის გადაადგილებისთვის იყენებს.
კომენტარები