youtube-ზე ვრცელდება ვიდეო, სადაც iPhone X-ის სახის ამოცნობის სისტემას შვილი დედაში ერევა. ატულა მალიკმას თქმით, მის ათი წლის შვილს, დედის iPhone X-ის განბლოკვა შეუძლია. თუმცა, სმარტფონი, მხოლოდ დედის სახით უნდა განბლოკილიყო.
აღსანიშნავია, რომ დედის სმარტფონის განბლოკვა კოდით ვაჟს არ შეუძლია. Apple-ის ახალი iPhone-ის წარდგენის დროს, კომპანიაში აცხადებნდენ, რომ Face ID შესაძლოა გაუმართავად მუშაობდეს, თუ მათ 14 წლამდე ბავშვები გამოიყენებენ.
13 ნოემბერს, iPhone X-ის მფლობელებმა სმარტფონის დინამიკსა და ეკრანზე რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინეს.
კომენტარები