რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში თვითმფრინავი ჩამოვარდა. მცირე ზომის თვითმფრინავის L-410-ის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
თვითმფრინავი ნლკანის აეროდრომიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორი ბორტის წევრი, გადარჩენილია მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების რეგიონალური სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა, თუმცა არ დაშლილა და ცეცხლი არ მოჰკიდებია.
კომენტარები