luzinterruptus აქტივისტი ხელოვანების ანონიმური დაჯგუფებაა, რომელიც ძირითადად გარემოს დაცვის საკითხების გარშემო მუშაობს.
სულ ცოტა ხნის წინ აქტივისტებმა საჯარო ინსტალაცია შექმნეს ბორდოში, სახელწოდებით “პლასტმასი, რომელთანაც ჩვენ ვცხოვრობთ”, FAB ფესტივალის ფარგლებში. ბორდოში, საფრანგეთი. პროექტი ყველასთვის წარმოუდგენელ მხარეს წარმოაჩენს : როგორ შეიძლება პლასტმასის ნაწარმი გარდაქმნას ხელოვნების ნიმუშად. ხელოვანებმა ლოკაციად ქალაქის ცენტრში მდებარე მეგა სავაჭრო ცენტრი აირჩიეს. ინსტალაციას 6000-ზე მეტი პლასტიკური ჩანთა დასჭირდა.
ინსტალაცია მიზნად ისახავს მოსახლეობა დააფიქროს უდიდეს ნარჩენებზე პლასტიკური ნაწარმის სახით.
ყველაზე ბოლო აქტივობა ჯგუფს ზაფხულში ჰქონდა, როცა მადრიდის ცენტრში პლასტმასის ბოთლებისა და პარკებისგან ლაბირინთი შექმნეს.
კომენტარები