ლიბიაში არალეგალ მიგრანტებს აუქციონზე მონებად ყიდიან და მათი საშუალო ფასი 400 დოლარია.
CNN-ის ინფორმაციით, აუქციონზე მიგრანტები რამდენიმე კატეგორიად ყავთ დაყოფილი. მყიდველები კი თავიანთ ფასს ასახელებენ, როგორც ჩვეულებრივ აუქციონზე ხდება, შემდეგ კი მიგრანტები მათ საკუთრებაში გადადიან.
CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, გასაყიდად გამოყვანილი ერთ-ერთი მიგრანტი, რომელიც კატეგორიაში „ძლიერი ბიჭი ფერმაში სამუშაოდ“ მოხვდა.
კომენტარები