ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი უზბეკეთისსაგარეო საქმეთა მინისტრს აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.
უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრისას განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აბდულაზიზ კამილოვს გააცნო ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის ხედვები და პრიორიტეტები.
კომენტარები