რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისულების ხელმძღვანელს ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა. პუტინის განცხადებით, რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ოკუპირებული რეგიონის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, მისივე თქმით, ამ მიზნით უკვე მზადდება 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა.
„სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა, რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მისი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რესპუბლიკის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, ამ მიზნით უკვე მზადდება 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა.
რა თქმა უნდა, გავცვალეთ პოზიციები აქტუალური რეგიონული პრობლემების შესახებ. შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე, რომ წინააღმდეგობას გავუწევთ გამოწვევებს და იმ საფრთხეებს, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება, ასევე გავაგრძელებთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით“,-განაცხადა პუტინმა.
კომენტარები