ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საქმის გამოძიება, ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის.
ადგილობრივი პოლიცია, ორი პირის გარდაცვალებას ადასტურებს, მათივე ინფორმაციით დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობა უცნობია.
კომენტარები