NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„აუცილებელია, პროკურატურამ განაახლოს და აწარმოოს სრულყოფილი გამოძიება ი.ხ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“

„აუცილებელია, პროკურატურამ განაახლოს და აწარმოოს სრულყოფილი გამოძიება ი.ხ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“

15 ნოე 2017 ახალი ამბები, სამართალი 321 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს პროკურატურის მიერ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას, მოქალაქე ი.ხ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის წინადადება, რომლის თანახმად, არსებობდა ვარაუდი, რომ მოქალაქე ი.ხ.–ს 2016 წლის 16 თებერვალს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. შედეგად, ი.ხ.–მ მიიღო ფიზიკური დაზიანებები, რაც იმავე დღესვე, დეტალურად აისახა სამედიცინო დაწესებულებაში შედგენილ დოკუმენტაციაში.

სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად, ირკვევა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო დროულად და გაჭიანურდა ორი კვირით: სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს 2017 წლის 27 თებერვალს მიმართა, ხოლო, გამოძიება 2017 წლის 15 მარტს დაიწყო. გარდა ამისა, გაჭიანურება გამოვლინდა ადვოკატის განცხადების პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებში გადამისამართებით. საქმის მასალების მიხედვით, ი.ხ.–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადება 2017 წლის 9 მარტს გაეგზავნა ვაკე–საბურთალოს რაიონულ პროკურორს, ხოლო, 13 მარტს აღნიშნული განცხადება გაეგზავნა თბილისის პროკურატურას.

გამოძიებამ ვერ გაფანტა მაღალი ალბათობის ეჭვი იმის შესახებ, რომ ი.ხ.–მ განყოფილებაში მიიღო დაზიანება, რაც თავად გამოძიების მასალებით იკვეთება. კერძოდ, გამოძიების მასალებით იგი პოლიციის განყოფილებაში შევიდა სრულიად ჯანმრთელი და პოლიციის განყოფილებიდან გამოსული სახლში მივიდა ტაქსით, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა კლინიკაში. ამ მოქმედებათა ქრონოლოგია დგინდება დროის გონივრული გამოთვლით – რამდენი დრო დასჭირდებოდა მის სახლამდე მისვლას მისამართის მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას და შემდგომ მის კლინიკაში გადაყვანას. გამოძიებას არ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ი.ხ.–ს პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიუთითებდა მისი დაზიანების სხვა წყაროზე და რომლითაც თუნდაც ეჭვი გაჩნდებოდა, რომ შესაძლოა ი.ხ.–მ დაზიანება პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მიიღო.

ი.ხ.–ს დაზიანებები დაფიქსირებულია მოქმედებათა სამედიცინო დოკუმენტებში, გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ მოქალაქესთან. ასევე, ამოღებულია პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, აღენიშნებოდა თუ არა მოქალაქე ი.ხ.–ს ფიზიკური დაზიანებები პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის დატოვებისას. ხოლო, ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხვისას უარყვეს ი.ხ.–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ვერ გამორიცხავს ეჭვს, რომ აღნიშნულს მართლაც ჰქონდა ადგილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარდა დროული და ეფექტიანი გამოძიება და იგი შეწყდა უსაფუძვლოდ – გამოძიებამ ვერ გამორიცხა დანაშაულის ნიშნები, რომ პოლიციის შენობაში იქნა პირი ნაცემი და მიუხედავად ამისა, მაინც შეწყვიტა საქმეზე წარმოება.

ზემოაღნიშნული ხარვეზებიდან გამომდინარე, აუცილებელია, პროკურატურამ განაახლოს და აწარმოოს სრულყოფილი გამოძიება ი.ხ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“,- აღნისნულია განცხადებაში.

კომენტარები

გამოძიება პოლიცია პროკურატურა სახალხო დამცველი 2017-11-15
Tags გამოძიება პოლიცია პროკურატურა სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კიმ კარდაშიანმა მესამე შვილის სქესი გაამხილა

შემდეგი სტატია

კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

მსგავსი სტატიები

” ცრემლსადენი აირი არა, მაგრამ წიწაკის სპრეი შეიძლება გამოიყენეს. განსხვავება დიდია”

” ცრემლსადენი აირი არა, მაგრამ წიწაკის სპრეი შეიძლება გამოიყენეს. განსხვავება დიდია”

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2020

“სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის მცდელობა, მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ”

25 დეკ 2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება

02 სექ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge