NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება“

„წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება“

14 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 342 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძე წურწუმიას ქუჩის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის მათ ბოდიში მოუხადა.

„წურწუმიას ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აქ, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოიცვალა – მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, თუმცა მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად მე ფეისბუქზე. მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია და დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება და ძალიან მალე დასრულდება ამ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ როდესაც განვახორციელებთ პროექტს, იქ ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიწისქვეშა სამუშაოებს ვგულისხმობ – კანალიზაცია, სანიაღვრეები, წყლის მილები და ა.შ. რომ მერე, წლების განმავლობაში პრობლემა აღარ შეიქმნას,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია – ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საგზაო საფარის მოსაწყობად.

კომენტარები

გზა თბილისის მერი კახა კალაძე წურწუმია 2017-11-14
Tags გზა თბილისის მერი კახა კალაძე წურწუმია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

VMware-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის შედეგად ბანკში თანამედროვე IT ტექნოლოგიები დაინერგა

შემდეგი სტატია

კომპანია Mattel-მა თოჯინა ბარბი ხიჯაბით გამოუშვა

მსგავსი სტატიები

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ხელმძღვანელის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ხელმძღვანელის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივნ 2019
ოზურგეთის საკრებულოს შენობას პოლიციის კორდონი იცავს

ოზურგეთის საკრებულოს შენობას პოლიციის კორდონი იცავს

18 ივნ 2018
„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-პაატა სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს

„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-პაატა სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს

ირაკლი შალიკაშვილი 15 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge