„რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს.
„ერთი არაპოპულარული აზრი უნდა გამოვთქვა.
სანამ ვერ გავაცნობიერებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკის წარმმართველი სტრუქტურა უშიშროება და პოლიცია კი არ არის თავისი ჩაწერე-გადაუღე-ჩააკომპრომატეთი, არამედ მთავრობა და, შესაბამისად, პრემიერიც და მინისტრებიც პოლიტიკური ფიგურები უნდა იყვნენ და არა მენეჯერ-მეურნეები, მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება. ცხადია, ამას თუ გავაცნობიერებთ, ავტომატურად არც მაშინ გვეშველება, მაგრამ გზა მაინც გამოჩნდება კაცმა არ იცის მერამდენედ გადაბრუნებული ურმის მიღმა. უამისოდ კი ყველა ხელისუფლება თავის მთავრობიანად იქნება ცუდი, რადგან როგორც გოგრისგან არ გამოვა შირაზის შუშა, ისე მეურნე მენეჯერისგან არ გამოვა პოლიტიკის გამტარებელი ლიდერი, რომელი სამინისტროც არ უნდა მიუერთ-გამოუერთო რომელს და რომელი მინისტრიც სად არ უნდა გადასვა-გადმოსვა“,-წერს ზურაბიშვილი.
https://www.facebook.com/david.zurabishvili/posts/10214477625119521?pnref=story
კომენტარები