განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალ მინისტრს უმასპინძლა. მიხეილ ჩხენკელი განათლების სამინისტროში თანამშრომლებს ხვდება. ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალ მინისტრს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მთავარ გამოწვევად სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიცირებული მასწავლებლების ნაკლებობა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეების სიმცირე რჩება.
„მთავარ გამოწვევად, მე მგონი ვუტოვებ სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიცირებული მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში და მეორე, ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეების მცირე პროცენტს.
ჩემი მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება ის, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშობით, ყოველდღიურ რუტინაში თუ არ ჩავეფლობით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, 2020-2021 წლებში, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაც, პროფესიულიც და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
კომენტარები