პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. რომან კაკულიას განცხადებით, ასეთ ცვლილებებზე განმარტება ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს. მისივე თქმით, შეიძლება ჩვენ საქმე გვაქვს ისეთი ტიპის ტრანზაქციებთან, რომელიც აკრძალული კი არ არის ან რაიმე კანონდარღვევა კი არ არის, უბრალოდ თავისი მასშტაბით ზემოქმედებს ასეთ პატარა ბაზარზე
„როდესაც ასეთ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება ყოველთვის, არა მარტო იმიტომ, რომ სფერო არის ის, რომელსაც ის კურირებს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომელთანაც მას აქვს წვდომა ან ის, რომ თავისუფალი მცურავი კურსი მართლა ისეთი მოწყვლადი ეკონომიკისათვის, როგორიც საქართველოა, უშვებს დაახლოებით ასეთი ტიპის მოძრაობას, მაგრამ მაშინ ძალიან მალე დასტაბილურებას უნდა ჰქონდეს ადგილი, ან შეიძლება ჩვენ საქმე გვაქვს ისეთი ტიპის ტრანზაქციებთან, რომელიც აკრძალული კი არ არის ან რაიმე კანონდარღვევა კი არ არის, უბრალოდ თავისი მასშტაბით ზემოქმედებს ასეთ პატარა ბაზარზე“,-განაცხადა კაკულიამ.
კომენტარები