NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა

14 ნოე 2017 ახალი ამბები 823 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი მოსმენით „ჯანმრთელობის დავის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის ცვლილებებზე, რომელიც სასწავლო დანიშნულების მიზნით უპატრონო გვამების დონაციას შეეხება, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ცვლილებებით ახლებურად განისაზღვრა ამოუცნობი და უპატრონო გვამების დეფინიცია. ასევე ცვლილებები კანონის 1121 მუხლსაც შეეხო, რომლის თანახმადაც სასწავლო ან სამეცნიერო კვლევების მიზნით უპატრონო ან/და  ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენების პირობები დაზუსტდა. კერძოდ, გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები უზრუნველყოფენ გვამის შენახვას, ხოლო 6 თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელი ხდება გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურის სასწავლო და სამეცნიერო მიზნით გამოყენება.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, კონცეპტუალურად გვამის დონაციის სამეცნიერო სფეროში გამოყენება მნიშვნელოვანია, თუმცა კომიტეტი, საკითხის ირგვლივ, დამატებით კონსულტაციებს გააგრძელებს, როგორც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების მიზანია, იმთავითვე გამოირიცხოს ყველა ის ნიუანსი, რამაც შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვის თაობაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ” და „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონებში დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტებზე კომიტეტის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრთან კონსულტაციები გამართა და მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პროცესი დროებით გადაიდო.

კომენტარები

განათლება კულტურა მეცნიერება 2017-11-14
Tags განათლება კულტურა მეცნიერება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართველი სამხედროები ამერიკული ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსებს გადიან

შემდეგი სტატია

მთავარი ნიჭია და არა კამერა

მსგავსი სტატიები

თაკო ნაცვლიშვილი Victoria’s Secret-ის ქასთინგის მეორე ტურში ვერ გადავიდა

თაკო ნაცვლიშვილი Victoria’s Secret-ის ქასთინგის მეორე ტურში ვერ გადავიდა

02 სექ 2018
„უმრავლესობა შინაარსობრივად იმხელა რაღაცაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამას ორი საათით ადრე გააკეთებს თუ გვიან, ეს მისივე გადასაწყვეტია“

„უმრავლესობა შინაარსობრივად იმხელა რაღაცაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამას ორი საათით ადრე გააკეთებს თუ გვიან, ეს მისივე გადასაწყვეტია“

25 სექ 2017
LIVE: სამეფო ქორწილი

LIVE: სამეფო ქორწილი

19 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge