სოჭში, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
მათი შეხევდრა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მოლაპარაკებების შედეგებზე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ.
ცნობილია, რომ პრეზიდენტებმა ეკონომიკური საკითხები განიხილეს, ასევე განიხილეს სირიაში არსებული სიტუაცია და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების შესაძლებლობა.
ასევე, ვლადიმერ პუტინმა დაადსტურა, რომ როსატომი, უახლოეს მომავალში, დაიწყებს ბირთვული ელექტროსადგურის “Аккую”-ს რეალიზაციას.
კომენტარები