NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»საქართველოს შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

საქართველოს შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

13 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 982 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან შვედეთის სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი. როგორო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვან გზავნილს და საქართველოს მიმართ არსებული მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო დემონსტრირებას.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს – შვედეთი და პოლონეთი არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები და 2009 წლიდან, ინიციატივის დაარსებიდან მოყოლებული მათ დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით. შესაბამისად, მინისტრების საქართველოში ვიზიტს ბრიუსელის სამიტამდე სულ რაღაც ათიოდე დღით ადრე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე მხარეები მიმოიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისს. ამასთანავე, მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, იმსჯელებენ შვედეთის სამეფოსთან და პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებულ ურთიერთობებზე და მათი სამომავლოდ გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ ერთობლივ პრეს-კონფერენციას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე, დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთობლივი ვიზიტი ვიტოლდ ვაშჩიკოვსი მარგოტ ვალსტრომი პოლონეთი შვედეთი 2017-11-13
Tags აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთობლივი ვიზიტი ვიტოლდ ვაშჩიკოვსი მარგოტ ვალსტრომი პოლონეთი შვედეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდ

შემდეგი სტატია

მაღაზია კლდეზე 100 მეტრის სიმაღლეზე

მსგავსი სტატიები

ყველამ იცის ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი

ყველამ იცის ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი შალიკაშვილი 17 მარ 2021
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავისი აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავისი აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2022
„საქართველოს კაპიტალმა“ და „ბრიტანულ-ქართულმა“ აკადემიამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

„საქართველოს კაპიტალმა“ და „ბრიტანულ-ქართულმა“ აკადემიამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge