პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი სტრუქტურული ცვლილებების ინიცირება უახლოეს ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილება შევა მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში. ამის შემდეგ იმსჯელებს პარლმენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა იყოს მეტად ეფექტიანი და უკეთ კოორდინირებული, მინიმალური რესურსების გამოყენების ხარჯზე.
„ეს ცვლილებები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა იყოს ბევრად უფრო ეფექტიანი, უკეთ კოორდინირებული და იყოს მინიმალური რესურსების გამოყენების ხარჯზე.
მე მგონი დაუსრულებელი საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის მონაწილეობაზე ამ ყველაფერში, უკვე მობეზრდა მოსახლეობას იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ამას აკეთებს ოპოზიცია და არ ვაპირებ, რომ ამაზე კომენტარები ვაკეთო.
ბუნებრივია, რომ რაღაც რაოდენობა ადამინებისთვის შეიძლება ეს მტკივნეული იყოს, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ბიუროკრატიის შემცირებაზე და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, სხვანაირად ამ ხარჯების შემცირება ვერ მოხდება და მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა ვერ მოხდება“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
კომენტარები