ოზურგეთის ახალი მერი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ემზადება. კოტე შარაშენიძე მმართველ გუნდთან თანამშრომლობას გეგმავს. მისი განცხადებით, ოზურგეთში არანარი პრობლემა არ არის ერთმანეთთან ურთიერთობის.
„საკრებულოში არის ხალხი, რომელსაც ჰქვია ოზურგეთის მოსახლეობის არჩეული ხალხი, აქედან გამომდინარე, რა პრობლემა უნდა მქონდეს მე ხალხთან. ოზურგეთში მე ხალხმა მხარი დამიჭირა და თუ მე შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია არ გამაჩნია, როგორ უნდა დამიჭიროს ხალხმა მხარი.
მთელი ღამე გავათენე, დავიცავით ჩვენი საოლქო-საარჩევნო კომისია, რა თქმა უნდა, სამართალდამცველები გვერდში დაგვიდგნენ. ოზურგეთი არის ჩვენი ოჯახი, ჩვენ ერთი ქალაქის, ერთ რაიონის მაცხოვრებლები ვართ, ასე რომ ჩვენ არანარი პრობლემა არ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობის“,-განაცხადა შარაშენიძემ.
კომენტარები