NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება“

„მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება“

13 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 660 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს – მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სფერო, რომლის ხელმძღვანელებიც თქვენ ხდებით. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ამ სამინისტროში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს გვაქვს აბსოლუტურად წყობილი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი იქნება, ეს ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ – თითოეული პროგრამა, თითოეული მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გავაუმჯობესოთ.

დიმიტრი იბარებს ორი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის ძალიან მნიშვნელოვან პოსტს და მინდა, მასაც წარმატება ვუსურვო.

მამუკას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რკინიგზაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. აბრეშუმის გზის პროექტში პრაქტიკულად მოხდა ჩვენი რკინიგზის ინტეგრირება. ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ პირველი პირდაპირი მატარებლები, ასევე ყურის ქვეყნებთან დავამყარეთ ძალიან კარგი ლოგისტიკური კავშირები და იმედი მაქვს, რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც შევარჩევთ, ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.

განათლების სფერო, მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მე ვიტყოდი, რომ როგორც საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების, ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში და ახალგაზრდობის კომპონენტის შემოერთებასთან ერთად, ამ სამინისტროს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა – ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება. ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია.

ბატონო მიხეილ, მინდა, თქვენი გამოცდილება ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდით  ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადექით. ეს არის დასაფასებელი და ვისურვებდი, ჩვენი ბევრი თანამემამულე იყოს ასე განწყობილი, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში ჩადგეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე მიხეილ ჩხენკელი 2017-11-13
Tags გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე მიხეილ ჩხენკელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართული ვებგვერდების მიერ მომხმარებელთა კომპიუტერების დაუკითხავად გამოყენების ფაქტზე მოკვლევა გრძელდება

შემდეგი სტატია

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სტატიები

თაკო ჩარკვიანი: მრცხვენია და არ შევალ  ასეთ ღირსებააყრილ პარლამენტში!

თაკო ჩარკვიანი: მრცხვენია და არ შევალ ასეთ ღირსებააყრილ პარლამენტში!

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2020
ირაკლი ღარიბაშვილთან სააკაშვილის შედარება არის ამორალური, ერთ მხარეს არის ქვეყნის მტრობა, მეორე მხარეს კი მოქალაქეებზე ზრუნვა

ირაკლი ღარიბაშვილთან სააკაშვილის შედარება არის ამორალური, ერთ მხარეს არის ქვეყნის მტრობა, მეორე მხარეს კი მოქალაქეებზე ზრუნვა

ირაკლი შალიკაშვილი 07 ოქტ 2021

ხახაბოს ტყეში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო

04 სექ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე ვარ ყველას მერი

    კახა კალაძე – არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე ვარ ყველას მერი

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • იან ბჟეზინსკი: როცა საქართველოსა და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით …

    იან ბჟეზინსკი: როცა საქართველოსა და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით …

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს

    უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge