NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია

არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია

13 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 942 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიას თქმით, კენჭისყრის პროცესი დასრულდა 20:00 საათზე და დაუყოვნებლივ დაიწყო ხმის დათვლის პროცესი. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„როგორც კენჭისყრის ისე, ხმის დათვლის პროცედურებმა ჩაიარა ყველასათვის ხელმისაწვდომ, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, 317 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 270 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს შედეგების ვებგვერდზე. ოქმების შემოსვლა დაიწყო საკმაოდ ადრე, – 21:00 საათიდან, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ იყო ერთი ბიულეტენი და მასში მხოლოდ ორი კანდიდატი,  ხმის დათვლის პროცესი სწრაფად წარიმართა. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და თითოეული შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:

ქუთაისის საარჩევნო ოლქი

№5. გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 13,36%

№41. გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 86,64% 

ყაზბეგის საარჩევნო ოლქი

№3. სანდრო ყამარაული (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”) – 31,35%

№41. ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 68,65%

ხაშურის საარჩევნო ოლქი

№41. გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 61,31%

№42. რამაზ ნოზაძე (საინიციატივო ჯგუფი) – 38,69%

ბორჯომის საარჩევნო ოლქი

№8. ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) – 45,58%

№41. ლევან ლიპარტია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 54,42%

ოზურგეთის საარჩევნო ოლქი

№41. ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 48,85%

№42. კონსტანტინე შარაშენიძე (საინიციატივო ჯგუფი) – 51,15%

მარტვილის საარჩევნო ოლქი

№5. მამუკა დანელია (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 6,96%

№41. ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 93,04 %

თამარ ჟვანიამ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ:

ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი – 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში – 11, ქუთაისში – 4, ხაშურსა და  მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

თამარ ჟვანიას განცხადებით წინასწარი შედეგები ონლაინ რეჟიმში განახლდება და ყველა ოქმი ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე. საბოლოო წინასწარი შედეგები კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

კომენტარები

არჩევნები ცესკო 2017-11-13
Tags არჩევნები ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება კალა“

შემდეგი სტატია

„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სამინისტრო არ უქმდება“

მსგავსი სტატიები

ოკუპანტების მიერ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცება – ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი

ოკუპანტების მიერ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცება – ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი

13 თებ 2019
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018
არ დაინდოთ არავინ – კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას მიმართავს

არ დაინდოთ არავინ – კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას მიმართავს

ირაკლი შალიკაშვილი 07 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

  • “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

    “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

  • ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

    ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

  • “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

    “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

  • მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

    მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო

  • ლუჩანო სპალეტი: ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ ის გუნდში

    ლუჩანო სპალეტი: ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ ის გუნდში

  • ქრისტი ყიფშიძე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

    ქრისტი ყიფშიძე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

  • გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­კო­ლაჟს აქ­ვეყ­ნებს

    გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­კო­ლაჟს აქ­ვეყ­ნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge