NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სამართლიანი არჩევნებმა“ რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა

„სამართლიანი არჩევნებმა“ რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა

12 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 605 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
”სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა;
#65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #12 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ, რეგისტრატორის მაგიდაზე, შემოხაზა.
  #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების შემოწმებას კენჭისყრისთვის განკუთვნილი ოთახის გარეთ ახორციელებდა. აღნიშნულის გამო, უბანზე მყოფ დამკვირვებელს არ მიეცა მარკირების შემოწმების პროცედურაზე დაკვირვების შესაძლებლობა. საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს. აღნიშნულის შედეგად ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრი რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, მუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, პარტიის მიერ საარჩევნო კომისიებიდან წევრების გამოწვევის გამო.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

კომენტარები

მეორე ტურები სამართლიანი არჩევნები 2017-11-12
Tags მეორე ტურები სამართლიანი არჩევნები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საია-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველი შედეგები წარმოადგინა

შემდეგი სტატია

12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 37 914 ამომრჩეველმა მიიღო

მსგავსი სტატიები

ენმ არჩილ თალაკვაძის პასუხს ასაჯაროვებს

22 აგვ 2017

რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის კიევში ჩასვლის ფოტოებს ავრცელებს

19 სექ 2017

ცესკოს მონაცემებით, ხმების 99%-ის დათვლის შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმათა 38,66%, ვაშაძემ კი – 37,7 % მიიღო

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

    დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

  • ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

    ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

  • ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

    ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge