აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის შეურაცხმყოფელია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდება.
„ყოველთვის, როდესაც მე მხედავს, მეუბნება: მე ეს არ გამიკეთებია. და მე მართლა მჯერა, რომ ეს ასეა. მგონი, ეს მას ძალიან შეურაცხყოფს, რაც ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის,“- განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ვიეტნამში პუტინთან შეხვედრის შემდეგ. მან დასძინა, რომ პუტინთან შეხვდრების დროს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სირიის და უკრაინის პრობლემაზე საუბარი. „მან მითხრა, რომ არ ჩარეულა. მე კიდევ ერთხელ ვკითხე, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. არ შეიძლება ამაზე უსასრულოდ საუბარი,“- განაცხადა ტრამპმა.
პუტინმა კი, პრეზიდენტ ტრაპთან შეხვედრის კომენტირებისას, მას ზრდილობიანი და საურთიერთობოდ კომფორტული ადამიანი უწოდა.
კომენტარები