Reuters-ის გავრცელებული ინფორმაციით ისრაელმა სირიის საზღვარზე რუსული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ამის შესახებ გამოცემა ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს.ეს საფრენი აპარატი სავარაუდოდ სირიის საკუთრებაა. ისრაელის ხელისუფლება ამოწმებს, არის თუ არა ეს კავშირში ირანთან ან მოძრაობა “ჰეზბოლასთან“.
საფრენი აპარატის ტიპი და მისი ზუსტი კუთვნილება ჯერჯერობით არ კონკრეტდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრენი აპარატი ისრაელის საჰაერო სივრცეში შემოჭრას ცდილობდა.
კომენტარები