ამერიკელი მსახიობი პორტია დე როსი მსახიობსა და პროდიუსერს სტივენ სიგალს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დე როსიმ შემთხვევის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ჩემი კასტინგი სტივენ სიგალის ოფისში ჩატარდა. მან მომიყვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობების კადრს მიღმაც შენარჩუნება და ტყავის შარვლის ელვა შესაკრავი გაიხსნა. ოთახიდან გამოვიქეცი და აგენტს დავურეკე“, – წერს მსახიობი.
BBC სტივენ სიგალის მენეჯერს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.
კომენტარები