NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

10 ნოე 2017 ახალი ამბები, სამართალი 750 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

დახურულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას  ესწრებოდნენ თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეებიც, რომელნიც ამ ეტაპზე არ იქნენ უვადოდ გამწესებული.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით ორგანული კანონის 794 მუხლის შესაბამისი დებულებების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ასევე, უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა, მონაწილეებმა მოისმინეს მოსაზრებები, მოსამართლისათვის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმეორებით იუსტიციის საბჭოსათვის მიმართვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი დეპარტამენტის შეფასება.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მოხდება მოსამართლეებისა და დაინტერესებული  საზოგადოების ინფორმირება იმ წინადადებაზე, რომელიც ეხება 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ  დანიშვნას.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.

კომენტარები

2017-11-10
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ეს პოლიტიკური სპექტაკლი დამოუკიდებელი კანდიდატის შარაშენიძის შტაბს გიორგი როყვას  განცხადების გადასაფარად დასჭირდა“

შემდეგი სტატია

იჟევსკში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

მსგავსი სტატიები

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

22 აპრ 2018

„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები“

21 დეკ 2017

სასამართლო მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთათვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავს

09 იან 2018

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge