ახალციხეში დაკავებული პირის ოჯახისწევრების განცხადებით, მათი შვილი სასტიკად არის ნაცემი. ისინი იმ პოლიციელები დასჯას ითხოვენ, რომლებიც დაკავებისას გრიგოლ კაპანაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ჩვენი ოჯახი იდევნება, იმიტომ, რომ უფროსი ბიჭს წინა სამმართველოს უფროსმა იარაღი ჩაუდო და ეს მთელმა საქართველომ იცის და დღესაც ციხეში ზის, ახლა ეს პატარა ბიჭი. აქ რა ხდება, კანონიერი ქურდია ამის სიმამრი და ამის გამო დაგვდევენ. მივმართავ შს მინისტრს, გაწმინდოს ახალციხე ასეთი უღირსი ადამიანებისგან“,-განაცხადა გრიგოლ კაპანაძის მამამ თამაზ კაპანაძემ.
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობლობის ბრალდებით, ახალციხეში დაკავებულ 4 ახალგაზრდას ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ადვოკატები გადაწყვეტრილების გასაჩივრებასა და ერთერთი დაკავებულის, გიგი კაპანაძის საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვენ.
კომენტარები