NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თბილისს შევმატეთ 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და მიმდინარეობს 13 ახალი ბაღის მშენებლობა“

„თბილისს შევმატეთ 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და მიმდინარეობს 13 ახალი ბაღის მშენებლობა“

10 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 695 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი.  ასევე მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 2014-2017 წლების  შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, გამაგრდა 3  საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა. კაპიტალური რეაბილიტაცია  ჩაუტარდა  2 საბავშვო ბაღს და 2 ბაღის დახურულ ფლიგელს. ასევე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 100-ზე მეტ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

დავით ნარმანიას განცხადებით, 33 საბავშვო ბაღში დამონტაჟდა პანდუსები. მისივე თქმით,  ყველა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე იქნება მორგებული.

სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სრულად არის მოწესრიგებული ხარისხიანი და ჯანსაღი კვების საკითხი. ყველა ბაღისთვის შემუშავდა ერთნაირი მენიუ. მუდმივად მიმდინარეობს კვების პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები.

„თბილისის ბაგა-ბაღებში 2000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.  2016 წლის თებერვლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ბაღის თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

როგორც 2014-2017 წლების  საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა,  2016 წლიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაღს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი დაემატა.

კომენტარები

დავით ნარმანია ნარმანია 2017-11-10
Tags დავით ნარმანია ნარმანია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრამპი APEC-ის სამიტის ღონისძიებაზე, სადაც შეიძლებოდა პუტინს შეხვედროდა, არ მივიდა

შემდეგი სტატია

„მოდერნიზაცია ჩაუტარდა 12 ვაგონს, 32 კი გარემონტდა“

მსგავსი სტატიები

20 ივნისის სისხლიანი ღამე – საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება

20 ივნისის სისხლიანი ღამე – საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019

„ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია“

11 დეკ 2017
რაც მეტად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ” – უსუფაშვილი ბორდერიზაციაზე

რაც მეტად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ” – უსუფაშვილი ბორდერიზაციაზე

ირაკლი შალიკაშვილი 20 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

  • “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

    “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge