NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გელათის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები (ფოტოები)

გელათის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები (ფოტოები)

10 ნოე 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 1899 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გელათის მონასტრის კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით,  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიულ ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ,  მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის უდიდესი ფინანსური მხარდაჭერით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ძეგლის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

მათი ცნობით, მიმდინაროებს გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიტექტურული სტუქტურების რესტავრაციის პროექტი, რომელიც დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე არსებული კარნიზებისა და აფრების რეაბილიტაციასა და კონსერვაციას მოიცავს; გრძელდება ტრადიციული წესით მოჭიქული კრამიტით ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვა, რომლის დასრულება 2018 წელსაა დაგეგმილი.

“კვლავ მიმდინარეობს მთავარი ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც ახლო მომავალში ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფარგლებში დაიწყებს ფუნქციონირებას.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შემუშავებული „ტერიტორიის განვითარების გეგმის“ მიხედვით, დაწყებულია მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და მასზე არსებული მცირე ობიექტების რეაბილიტაცია. აღნიშნული გეგმის განხორციელება ერთერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგეს, რომლის რეალიზაცია, ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციასა და ქვის კონსერვაციასთან ერთად, გელათის მონასტერს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ძეგლთა სიაში ჩააყენებს.

2008 – 2017 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2009 წელს ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით რესტავრირდა გელათის აკადემიის შენობა და რეკონსტრიურდა მისი სახურავი. 2013 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, სამრეკლოს, სამხრეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეებს. ამავე წელს განხორციელდა გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაცია. 2014 – 2015 წლებში მომზადდა და განხორციელდა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის – ღვთისმშობლის შობის ეკლესიის გუმბათის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების წინასწარული კვლევა და პროექტი. 2015 წელს ჩატარდა მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების ქვის კონსერვაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რესტავრირდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სახურავი. სრული კონსერვაცია ჩაუტარდა ეკლესიის კედლის მხატვრობას. სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითვე განხორციელდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის სახლის რესტავრაცია.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა გელათის მონასტრის გაფართოებული ბუფერული ზონა, რომლის ახლადდადგენილ საზღვრებში უკვე განხორციელდა სოხასტერის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყველა ჩამოთვლილი პროექტი შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტსა და ICOMOS-სთან.

“განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები სრულ თანხვედრაშია UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგულაციებთან, რომელიც არაერთხელ დადასტურდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოვლენილი ექსპერტების მიერ.

სწორედ გელათის 2016 წლის კონსერვაციის მდგომარეობის დოკუმენტი და გელათის მონასტრის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოსიე და განახლებული მართვის გეგმა გახდა ის ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც საქართველოს წარმომადგენლობითმა მისიამ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწია, რომლის მიხედვით, 2017 წლის 10 ივლისს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, ის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლთა ნუსხაში მოხვდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2017 წლის კრაკოვის 41-ე სესიაზე, კომიტეტმა მხედველობაში მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება, რომლის შედეგადაც დასრულდა გელათის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ძირითად ნუსხაში დაბრუნების 7- წლიანი პროცესი”-აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

გელათი სარესტავრაციო სამუშაოები 2017-11-10
Tags გელათი სარესტავრაციო სამუშაოები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„როგორიც საზოგადოებაა, პარლამენტიც ისეთივეა“

შემდეგი სტატია

LIVE: ჩემი სმARTფოტო

მსგავსი სტატიები

ცნობილი ანიმაციური ფილმის მესამე სერიის ტრეილერი საინტერესო თავგადასავალს გვპირდება

ცნობილი ანიმაციური ფილმის მესამე სერიის ტრეილერი საინტერესო თავგადასავალს გვპირდება

20 ნოე 2017

ვლადიმერ პუტინი ზურაბ სოტკილავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

20 სექ 2017
გია ჭანტურია გარდაიცვალა

გია ჭანტურია გარდაიცვალა

10 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge