ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდაზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, პოეტის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა. ოჯახს მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში, ფილოსოფოს ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიას ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, კულტურის მოღვაწეები, დაესწრნენ.
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში 6 ნოემბერს გარდაიცვალა.
კომენტარები