დედაქალაქის ახლადარჩეული მერის კახი კალაძის განცხადებით, შენობა-ნაგებობები უნდა იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და არ უნდა დაამახინჯოს ქალაქის იერსახე. კალაძის თქმით, უსაფრთხოების წესები გარკვეული მიმართულებით გამკაცრდება. ახლადარჩეული მერის განცხადებით, „ხრუშჩოვკებთან“ დაკავშირებით გარკველი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.
„გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში, 41-ე დადგენილებაში, ვამკაცრებ გარკვეული მიმართულებით, რადგან ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება გეგმაშია და ეს შესაძლებელია და ამასთან დაკავშირებით უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტული პროექტებით გაჩვენებთ“,-განცხადა კალაძემ.
კომენტარები