„რატომღაც, ისე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ ქალები აქით იჩენდნენ ჩემ მიმართ ყურადღებას და ძალიან მაწუხებდნენ ტელეფონის ზარებით, სადარბაზოსთან დახვედრით, უამრავი შანტაჟით, ე.ი. მე რა უნდა მექნა, ეს ქალები უნდა დამეჭერინებინა?“,-ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ, თოქშოუში „ცენზურის გარეშე“ სექსუალური შევიწროების კანონით აკრალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ცნობისთვის, პარლამენტში სექსუალური შევიწროების კანონით აკრალვის მოთხოვნით 1000 ხელმოწერა შევიდა. პეტიციის ხელმომწერნი მოითხოვენ პარლამენტმა დაუყონებლივ მიიღოს საკანომდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდეს.
კომენტარები