ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონული ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
„პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა, როცა უკვე მდგომარეობა თანდათან ურთულდებოდა. აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, კისრის მარჯვენა მხარეს ჩამოსიებული ჰქონდა, ყელში აღენიშნებოდა რუხი ფერის ნადებები. ლაბორატორიულად ამოითესა ეს ბაქტერია და ანუ დიაგნოზი დადასტურდა ლაბორატორიულად, რომ აქ იყო ჯილეხი“,-განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები