თურქეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის 30-ზე მეტი მოქალაქე დააკვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დაკავებულები მუსულმანები არიან, რომლებმაც რუსეთი მთავრობის მიერ მათი შევიწროების გამო დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში თურქეთში რუსეთის 80 მოქალაქე დააკავეს. მათი ნათესავებისა და ადვოკატების განცხადებით, თურქეთის მთავრობა მათ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამს. ადვოკატები იმასაც აცხადებენ, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა რუსეთს გადასცენ.
როგორც BBC წერს, არც სტამბულის პოლიცია და არც მერია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს.
კომენტარები