NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»დავით ზალკალიანმა ტორბიორნ იაგლანდს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია

დავით ზალკალიანმა ტორბიორნ იაგლანდს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია

09 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 636 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა  სტრასბურგის ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან.

დავით ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ობიექტურ ინფორმაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ; კერძოდ, ეთნიკური ქართველების საკუთრების განადგურების, გამშვები პუნქტების დახურვის, ე.წ. ბორდერიზაციის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ეთნიკური ნიშნით შევიწროებისა და სხვა მსგავს ფაქტებზე.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან ასევე დაადასტურა, რომ გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება. გენერალური მდივანი განსაკუთრებით დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკას. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მდგომარეობა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, ევროპის საბჭო, თავის მხრივ, აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმისათვის ფინანსური რესურსის მოძიებისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით.

გარდა ზემოაღნიშნული შეხვედრისა, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს. შეხვედრისას დავით ზალკალიანმა მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და აღნიშნული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.  მუდმივი წარმომადგენლები დაინტერესდნენ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითა და კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობით.

8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა.

 

კომენტარები

ზალკალიანი ტორბიორნ იაგლანდი 2017-11-09
Tags ზალკალიანი ტორბიორნ იაგლანდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფოთში  28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

დემნა გვასალიამ Chanel-სა და Gucci-ს აჯობა

მსგავსი სტატიები

“აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი საშიში და მავნებლურია”

“აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი საშიში და მავნებლურია”

ნინო ჩხეიძე 30 ნოე 2020
უგულავა პარლამენეტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

უგულავა პარლამენეტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

04 თებ 2018
მზად ვარ, მწვავე კითხვებს ამომწურავი პასუხი გავცე – ნათია თურნავა პარლამენტში მივიდა

მზად ვარ, მწვავე კითხვებს ამომწურავი პასუხი გავცე – ნათია თურნავა პარლამენტში მივიდა

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge